ძალადობა სკოლა-ბაღ სადუნში

მშობელი: აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვს ბაღის აღმზრდელმა სცემა

როგორც Facebook-ზე მშობელი იტყობინება აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე 4 წლის ბავშვს ბაღის აღმზრდელმა სცემა. მშობლის თამუნა იარაჯულის ცნობით, ბავშვს ზედა ტუჩი აქვს დაზიანებული. მისივე განმარტებით, მან სამართალდამცავებსაც მიმართა, თუმცა განუცხადეს, რომ ბაღი კერძო დაწესებულებაა და აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება მათ არ ეკუთვნოდათ. აღნიშნული ფაქტი დიდუბეში, ბაქრაძის ქუჩაზე მდებარე სკოლა-ბაღ სადუნში მოხდა. სკოლის დირექტორმა კი მომხდარი აღმზრდელის ოჯახური პრობლემებითა და ნერვული აშლილობით ახსნა.

მშობლის თქმით, ბავშვის დისკრიმინაცია მანამდეც პერმანენტულად მიმდინარეობდა. მშობელი წერს, რომ ბაღის სხვა მშობლები დირექტორს აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშის ბაღიდან გაგდებას სთხოვდნენ.

აღნიშნულ თემაზე ტაბულა სიუჟეტსაც შემოგთავაზებთ.

კომენტარები