გუდიაშვილის მოედანი

თბილისის განვითარების ფონდში გუდიაშვილის მოედნის დაცვის საკითხს განიხილავენ

radiotavisupleba.ge

თბილისის განვითარების ფონდში გუდიაშვილის მოედნის გარშემო არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის პროცესის შესახებ განხილვა მიმდინარეობს. ფონდი გუდიაშვილის მოედნის გნვითარების კონცეფციის შესაქმნელად სამუშაო ჯგუფის შეკრებასაც გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას საზოგადოების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიღებენ. როგორც ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, იგეგმება გუდიაშვილის გარეშემო არსებული კულტურული ძეგლების დაცვა და ასევე დრენაჟის პრობლემის მოგვარება. შეჩერდება უკანონო მშენებლობებიც.

ფონდის სასწრაფო ინიცირების მიზეზად გუდიაშვილის მოედანზე ახლადგამაგრებული კედლის ჩამონგრევას ასახელებენ, რის გამოც ადგილობრივების გასახლებაც გახდა საჭირო. აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი მოთხოვნები აქვთ. მათ მომზადებული აქვთ რამდენიმეპუნქტიანი მემორანდუმი, თუ როგორ უნდა მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ფინანსური პრობლემების მოგვარება.

თბილისის განვითარების ფონდის განხილვას თბილისის მერი დავით ნარმანიაც გამოეხმაურა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პრობლემიდან გამოსავალი საზოგადოების და ექსპერტების ფართო ჩართულობით მოვძებნოთ და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის საჯარო შეხვედრა რომელსაც ჩენ ვმართავთ და ის დისკუსია რომლის ფარგლებშიც ოპტიმალური გამოსავალი უნდა ვიპოვოთ არსებული საკანონმდებლო ბაზიდან და პროცედურებიდან გამომდინარე" - აღნიშნა ნარმანიამ.

თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ადრე არსებული კანონის თანახმად სხვადასხვა კომპანიას უფლება ჰქონდათ, რომ გუდიაშვილის მეოდანზე მშენებლობები დაეწყოთ და შემდეგ ეს მშენებლობები დაეკანონებინათ. მათი თქმით, არსებობს შეთანხმებები სასამართლოსთან და პროკურატურასთან, რათა გაუქმდეს ამ კომპანიებთან არსებული ხელშეკრულებები.

ფონდში იმედოვნებენ, რომ მუშაობის დაწყებას უკვე ნოემბრიდან შეძლებენ.

კომენტარები