ტაბულა

ტელეკომპანია ტაბულა დღეიდან, 29 სექტემბრიდან, განახლებული ფორმატით ბრუნდება

0 კომენტარი

ტელეკომპანია ტაბულა დღეიდან, 29 სექტემბრიდან, განახლებული ფორმატით ბრუნდება. განახლდა ყოველდღიური თოქ-შოუ ფოკუსი, რომელშიც საინფორმაციო გამოშვებისა და თოქ-შოუს ელემენტები გაერთიანდა. ყოველ სამუშაო დღეს, 19:00 საათზე, დღის მთავარ ამბებს ფოკუსში ტაბულას გუნდი სტუმრებთან ერთად შეაჯამებს. გამოშვებას ნინო მაჭარაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე და სალომე უგულავა წაიყვანენ.

პროფესიული სტანდარტების ერთგულებით, ფოკუსის გუნდი მხოლოდ დაზუსტებულ ინფორმაციასა და გადამოწმებულ ფაქტებს მოგაწვდით. იმისთვის, რომ სრულად იყოთ ინფორმირებული, ჩვენ ყოველდღიურ ამბებს კონტექსტში შემოგთავაზებთ. ტაბულას საინფორმაციო სამსახურს სალომე უგულავა უხელმძღვანელებს.

რესტორანი - ასე ჰქვია ახალ კულინარიულ შოუს, რომლის ნახვის შესაძლებლობაც ტაბულას ეთერში, ყოველ პარასკევს, 20:00 საათზე გექნებათ.

ბრუნდება თამარ ჩერგოლეიშვილის საავტორო გადაცემა თეორემაც, რომელიც 22 საათსა და 15 წუთზე, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს გავა ეთერში. ამავე დღეებში, 21 საათსა და 45 წუთზე ეთერში დაბრუნდება დავით კოვზირიძის საავტორო გადაცემა მძიმე კაცთან.

ყოველ სამშაბათს, ზუსტად შუაღამისას, ეთერს დაუბრუნდება დავით პაიჭაძის საავტორო გადაცემა ამაოების ბაზარი, ხოლო ყოველ ოთხშაბათს, 21 საათსა და 45 წუთზე - ლევან სუთიძის საავტორო გადაცემა საუბარი რელიგიაზე.

ორშაბათიდან-ხუთშაბათამდე, 20:00 საათზე თქვენ საშუალება გექნებათ თვალი ადევნოთ რეიტინგულ ამერიკულ სერიალს - Gossip Girl.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები