ჰონკონგი

საარჩევნო სისტემის დემოკრატიზაციის მოთხოვნით ჰონკონგში აქციები მიმდინარეობს

AFP

ჰონკონგში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს, რომლებსაც უკვე ქოლგების რევოლუცია უწოდეს. ათიათასობით ადამიანი ქალაქის ცენტრში გამოვიდა საარჩევნო უფლებების დაცვის მოთხოვნით. პროტესტი იმან გამოიწვია, რომ ჩინეთის ხელისუფლება ჰონკონგში 2017 წლის არჩევნებზე კანდიდატების შერჩევაში ჩარევას აპირებს.

ბრიტანული კოლონია ჰონკონგი ჩინეთის იურისდიქციაში 1997 წელს გადავიდა ფართო ავტონომიის უფლებით, რომელიც მათ შორის საჯარო შეკრებების თავისუფლებას ითვალისწინებს.

გამოსვლები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. დემონსტრანტებს შორის სტუდენტები და ახალგაზრდები ჭარბობდნენ. პოლიცია მომიტინგეთა დაშლას ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით შეეცადა. თუმცა, დილიდან პოლიციამ ქუჩები დატოვა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ არეულობის აღსაკვეთად ჯარს არ გამოიყენებს. ქალაქის ცენტრი მთლიანად პარალიზებულია, არ მუშაობს მაღაზიებისა და დაწესებულებების უმრავლესობა. აქციების გამო ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ინსტაგრამის სერვისი დაბლოკა.

კომენტარები