ძალადობა სკოლა-ბაღ სადუნში

ექსპერტი: 4 წლის ბავშვს ფიზიკური დაზიანება ბლაგვი საგნით მიაყენეს

აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე 4 წლის გაბრიელს სახეზე ფიზიკური ზიანი ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ამის შესახებ დასკვნა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ გამოაქვეყნა. როგორც ბავშვის მამა განმარტავს, ექსპერტმა მასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სახეზე აღნიშნული ზიანი არ შეიძლება სათამაშო ფონეიდოსკოპით იყოს მიყენებული, როგორც ამას სკოლა-ბაღ სადუნის აღმზრდელები ამბობენ.

კომენტარები