მედიის თავისუფლება

მედიის თავისუფლების მხრივ საქართველო აღმ.პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერობს

მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერობას ინარჩუნებს. მას მოლდოვა მოჰყვება. უკრაინამ კი, პოზიცია გაიუმჯობესა, სომხეთს გაუსწრო და მესამე ადგილი დაიკავა.

აზერბაიჯანმა და ბელარუსმა მე-4 და მე-5 ადგილები გაინაწილეს. კვლევა 2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს მოიცავს. იგი ორგანიზაცია ინტერნიუსი - უკრაინამ აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენი ხუთი ქვეყნის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ჩაატარა.

მედიის თავისუფლების ინდექსი კვარტალში ერთხელ შემდეგი კრიტერიუმებით დგება: პოლიტიკური კონტექსტი, პრაქტიკა, სამაუწყებლო, ინტერნეტ და ახალი მედიის მდგომარეობა ქვეყანაში. კვლევის ფარგლებში 60 ექსპერტი გამოიკითხა.

საქართველო 2013 წლის ბოლო კვარტლის მონაცემებითაც პირველ ადგილზე იყო.

კომენტარები