დავოსის ეკონომიკური ფორუმი

კალაძე: დავოსის თემაზე მნიშვნელოვანია ის, რომ რთველი დასასრულს უახლოვდება

საქართველოს ვიცეპრემიერის კახი კალაძის აზრით, დავოსში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორმუზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წავიდეს. თუმცა, მისი შეფასებით, ქვეყანაში ამ თემაზე უფრო მნიშვნელოვანი მოვლენებიც ხდება, თუნდაც ის, რომ რთველი დასასრულს უახლოვდება.

"ჩვენ ვიცით, რომ მთავრობის მეთაური გახლავთ პრემიერმინისტრი და ძალიან მნიშვნელოვანია დავოსში პრემიერის ყოფნა. თუმცა მე ვფიქრობ, ქვეყანაში უფრო საინტერესო, მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება. თუნდაც ის, რომ რთველი დასასრულს უახლოვდება და ძალიან კმაყოფილია ადგილობრივი მოსახლეობა", - თქვა კალაძემ.

ცნობისთვის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუს შვაბმა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დავოსში ყოველწლიურ ფორუმზე გუშინ მიიწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით კი, "საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო დავოსში მიწვევა და საქართველოს მთავრობა უკვე დიდი ხანია, ამზადებს ამ ვიზიტს". 

შვეიცარიაში, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად იმართება. წელს რიგით 44-ე ფორუმში მონაწილეობა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სამთავრობო დელეგაციამ მიიღო, ხოლო 2013 წელს - ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები