მიხეილ სააკაშვილი

ნადირაშვილი: სრული სისულელეა, არანაირ ვიზაზე სააკაშვილისთვის უარი არ უთქვამთ

news.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრი ირმა ნადირაშვილი სისულელეს უწოდებს გაზეთ ალიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აშშ-მა სამუშაო ვიზაზე უარი უთხრა. ნადირაშვილის თქმით, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება რუსული პროპაგანდის ნაწილია.

"ეს არის სრული სისულელე, არანაირ ვიზაზე სააკაშვილისთვის უარი არ უთქვამთ. ეს არის რუსული პროპაგანდის ნაწილი, რომელსაც ჩვენი ქოცმთავრობა სიხარულით აიტაცებს და შემდეგ ტირაჟირებას უკეთებს ხოლმე. მათთვის, მინდა, ვთქვა ახალი ამბავი - მიხეილ სააკაშვილი არის ახალი ლიდერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ეს ინსტიტუტი შეიქმნა სულ ახლახან ამერიკაში, ეს არის პოლიტიკური კვლევის ცენტრი. ის იმყოფება სრულიად ლეგალურად და მუშაობს ამერიკაში. ვთვლი, რომ კვირაში ერთხელ ასეთი სისულელის გამოგდება რუსეთის მხრიდან და შემდეგ ჩვენი მთავრობის აყოლა, მინიმუმ არასერიოზულია და ეს იმის გადასაფარადაა, რომ აღიზიანებთ სააკაშვილის აქტიურობა, მისი შეუზღუდავი გადაადგილება, რასაც გარწმუნებთ, რომ ვერაფერს ვერ უზამენ", - აღნიშნავს ნადირაშვილი.

აღსანიშნავია, რომ გაზეთ ალიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსულ მედიაში მთელი დღის განმავლობაში აქტიურად შუქდება

კომენტარები