ნედლეული

ნავთობის დღევანდელმა ფასმა შესაძლოა რუსეთს ფინანსური პრობლემები შეუქმნას

ნავთობის ფასი 30 სექტემბრის მონაცემებით
FinViz

30 სექტემბერს ნავთობის ფასმა რეკორდულად დაბალ ფასს მიაღწია. დღეს საფონდო ბირჟაზე ნავთობის ფასი აშშ-ის დროით დილის 10 საათზე ბარელზე $91 დაფიქსირდა. 

ნავთობის ფასის ვარდნა, თუ ის ბარელზე $96 დოლარზე ქვედა ზღვარზე ხანგრძლივად დარჩა პრობლემებს შეუქმნის ნავთობის ერთერთი მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნის, რუსეთის ეკონომიკასაც. რუსეთის ბიუჯეტი დაგეგმილია ნავთობის ფასის გათვალისწინებით 96-97 აშშ დოლარი ბრელზე. იმ შემთხვევაში, თუ ნავთობის ფასი ხანგრძლივად ამ ნიშნულს ქვემოთ დარჩება, რუსეთის ბიუჯეტის შესრულება პრობლემატური გახდება, რაც კიდევ უფრო შეამცირებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელსა და მის სამომავლო განვითარებას. 

ანალიტკოსები ვარაუდობენ, რომ ნავთობის ფასის ვარდნა ნავთობის ექსპორტიორთა კავშირი ქვეყნების (OPEC) გადაწყვეტილების შედეგია ბაზარს მიაწოდონ მეტი ნავთობი. ნავთობის მიწოდება დღეში 810 000 ბარელამდე გაიზარდა, საუდის არაბეთი კი ნავთობის მოპოვებას ზრდის. 

პრობლემები შეიძლება შეექმნას ირანის ბიუჯეტსაც, რომელიც OPEC-ის წევრი ქვეყანაა და ბიუჯეტის გათვლას ბარეზე საშუალოდ $100-იან ნიშნულზე აკეთებს. 

კომენტარები