ქართული ოცნება

საყვარელიძე: სამწუხაროდ, ქართული ოცნების თვითტკბობა რჩება თვითტკბობად

primetimenews.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით საყვარელიძის შეფასებით, "სამწუხაროდ, ქართული ოცნების თვითტკბობა რჩება თვითტკბობად". როგორც დეპუტატმა გადაცემა არჩევანში აღნიშნა, რიგითი მოქალაქეებისთვის ხელისუფლების მიღწევების სიმპტომები ჯერჯერობით არ ჩანს. მან ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ორი წელი შეაფასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა საქართველოში "თავისუფლება შემოიტანა".

"მიღწევებში ასახელებენ თავისუფალ გარემოს. თავისუფალი გარემო არის ძალიან ბევრი უპასუხისმგებლოდ და მავნებლურად გათავისუფლებული კრიმინალისთვის. ბოლო თვეები და განსაკუთრებით, ზაფხული იყო კატასტროფული იყო კრიმინალის ჩადენის კუთხით. ორი წლის წინ, ყველაზე არაპოპულარულ პერიოდში ვლაპარაკობდით იმაზე, რომ არ შეიძლებოდა ასეთი გაუაზრებელი ამნისტიის განხორციელება და რეალიზება. არ შეიძლება რომ პოლიტიკური პარტია ასეთ ელექტორატთან შეხვიდე გარიგებაში თუნდაც ათობით ათასი ხმის გამო. ამის გამოა, რომ დგას დიდი პრობლემა. ამის სანაცვლოდ, ხელისუფლება დამცინავი სტატისტიკით, იზორიას სტატისტიკით ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი, თურმე 2010 წელთან მონაცემებთან შედარებით (როცა ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და თქვა, რომ საქართველოს შეუძლია იამაყოს იმით, რომ ევროპაში ერთ-ერთი საამაყოდ დაბალი კრიმინალური მაჩვენებელი აქვს), კიდევ სამჯერ შემცირებულა დანაშაული. იმას კი არ ამბობენ, რომ "შეცდომა დავუშვით, ვიჩქარეთ, გვქონდა ვალდებულება კანონიერ ქურდებთან, ყაჩაღებთან და მათ ნათესავებთან, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შეცდომა გამოვასწოროთ". არა, საუბარია იმაზე, რომ "თქვენ გეჩვენებათ, ჩვენ ავაშენეთ იდეალური სახელმწიფო, სადაც დანაშაული არ ხდება და კრიმინალი ილუზიაა" - განაცხადა საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ ასევე დიდი პრობლემაა პროტექციონიზმი.

"ვერ დამისახელებენ ერთ საჯარო უწყებას, სადაც კონკურსის წესით შეარჩიეს დანიშნეს თანამდებობის პირი. არ არსებობს ასეთი პრეცედენტი, ნათესავებით არის ავსებული თითქმის ყველა სამინისტრო. ადგილობრივ თვითმმართველობა.  სასამართლოს თავისუფლებაში რა იგულისხმება, არ ვიცი, როცა ერთ საქმეს ხან რუსთავში დაათრევენ, ხან ქუთაისში, რომ პოლიტიკური ოპონენტი დასაჯონ და გამოამწყვდიონ ციხეში, ან აეროპორტში აკავებენ არჩევნების წინა დღეებში მთავარი ოპოზიციური ძალის საარჩევნო შტაბის უფროსს და ამ გზით უნდათ მოგება. მოსამართლეებს უყენებენ კამერებს და ამ გზით აშანტაჟებენ. ხვედელიძის მსგავსი ხალხი კი, არის გარეთ" - თქვა უმცირესობის დეპუტატმა.

კომენტარები