თავისუფალი ზონა

ჯაფარიძე: თავისუფალი ზონის ოფისთან ხელჩართული ბრძოლაა და პოლიცია არ მიდის

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, თავისუფალი ზონის ოფისთან ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში თქვა.


"თავისუფალ ზონაში მივარდნილები არიან წითელაშვილის და ინაშვილის წარმოადგენლები და ხელჩართული ბრძოლაა. პოლიცია სიტუაციას არ ეკარება" - განაცხადა დეპუტატმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თავისუფალი ზონის ოფისთან მისვლისკენ Facebook-ით მოუწოდა საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთმა წევრმა გოგა ხაჩიძემ.

ამასთან, გადაცემა არჩევანის დაწყებისას ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ თავისუფალი ზონის ერთ-ერთი წევრი დავით გოგოხია დააკავეს. მან შსს-ს გოგოხიას გათავისუფლებსკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი ზაზა დავითაია თავისუფალი ზონის წევრებს ცემაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დავითაიას ცემის ფაქტზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოცხადდა ინციდენტის ადგილზე და ატყობინებდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს მომხდარის შესახებ, როდესაც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავისფალი ზონის წევრმა, მოქალაქე დავით გოგოხიამ. შსს-ს ცნობით, გოგოხია დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) და 187-ე (სხვისი ნივთის დაზიანება) მუხლებით. 

კომენტარები