თავისუფალი ზონა

რუსთავი 2: თავისუფალი ზონის და თავისუფალი თაობის წევრები პოლიციაში წაიყვანეს

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თავისუფალი ზონის და თავისუფალი თაობის კონფლიქტში მონაწილე წევრები საპატრულო პოლიციამ ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გადაიყვანა. როგორც გადაცემა არჩევანში ჩართვისას ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა განაცხადა, ადგილზე, პეკინის ქუჩაზე აქამდე რჩება საპატრულო პოლიციის ოცამდე ეკიპაჟი. 

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თავისუფალი თაობის წევრები თავისუფალი ზონის ოფისში ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის გამო მივიდნენ, რის შემდეგაც, კონფლიქტი მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს შესაბამისად, უცნობია, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩხუბში მონაწილე წევრები დააკავეს თუ მხოლოდ კითხავენ. 

ასავალ-დასავალის ჟურნალისტი ზაზა დავითაია ფიზიკუ შეურაცხყოფაში თავისუფალი ზონის წევრებს ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დავითაიას ცემის ფაქტზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოცხადდა ინციდენტის ადგილზე და ატყობინებდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს მომხდარის შესახებ, როდესაც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავისფალი ზონის წევრმა, მოქალაქე დავით გოგოხიამ. შსს-ს ცნობით, გოგოხია დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) და 187-ე (სხვისი ნივთის დაზიანება) მუხლებით. 

კომენტარები