საკადრო ცვლილებები

მაია ფანჯიკიძის ერთ-ერთ მოადგილედ ვლადიმერ გურგენიძე დაინიშნა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ვლადიმერ გურგენიძე მაია ფანჯიკიძის მოადგილედ დაინიშნა.

მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის პოსტი საგარეო საქმეთა სამინისტროში ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ხელაია თბილისის მერის მოადგილედ დაინიშნა.

ვლადიმერ გურგენიძე პროფესიით იურისტია. სხვადასხვა დროს მუშაობდა "თი- ბი-სი ბანკში", "ჯი-პი-აი ჰოლდინგში", "სიტი ცენტრში", სავაჭრო ქსელ "GT კორპორეიშენსა" და "ტრანსეკო ლოჯისტიკში". 2013 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა, 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის სექტემბრამდე კი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იყო.

კომენტარები