მოცარტის ხელნაწერი

უნგრეთში მოცარტის მე-11 საფორტეპიანო სონატის ხელნაწერი აღმოაჩინეს

0 კომენტარი
ფოტო: theguardian.com

უნგრეთის ეროვნული ბიბლიოთეკის საცავში ერთ-ერთმა თანამშრომელმა შემთხვევით მოცარტის მე-11 საფორტეპიანო სონატის ხელნაწერი იპოვა. სონატა სხვა ნაწარმოებებთან ერთად ინახებოდა, თუმცა ბიბლიოთეკარმა მოცარტის ხელნაწერი იცნო და შესამოწმებლად ექსპერტიზაზე გაგზავნა. მსოფლიოს სხვადასხვა ლაბორატორიებში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ხელნაწერი მართლაც მოცარტს ეკუთვნოდა.

მე-11 საფორტეპიანო სონატა მოცარტმა 1783 წელს შექმნა. უნგრეთის ეროვნული ბიბლიოთეკის შემდეგ ახალ აღმოჩენას ზაალსბურგის მუზეუმში გამოფენენ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

იოკო ონომ ჯონ ლენონის Imagine-ის ახალი ვერსია გამოუშვა

კომენტარები