ახალი ტექნოლოგიები

ახალი ტიპის SSD ბარათები ინფორმაციის დასაცავად თავს იზიანებენ

securedrives.co.uk

ბრიტანულმა კომპანია SecureDrives-მა (SD) თვითგანადგურებადი მყარი მეხსიერების ბარათი შექმნა, რომელიც მომხმარებელს პირადი ინფორმაციის დაკარგვისგან, შანტაჟისა თუ სხვა მიზნებით გამოყენებისგან დაიცავს.

ბარათი კონტეინერშია მოთავსებული, რომელსაც კვების საკუთარი წყარო, GSM ანტენა და თვითგანადგურების მექანიკური აპარატი აქვს ჩამონტაჟებული. ბარათში არსებული თვითგანადგურების მექანიზმი მობილური ტელეფონის შესაბამისი კოდის გაგზავნით აქტიურდება. ის აქტიურდება იმ შემთხვევაშიც, თუკი ვინმე კონტეინერის გახსნას შეეცდება. მყარი დისკი ტაიმერის მეშვეობით წინასწარაც შეიძლება განადგურებისთვის დაპროგრამდეს.

ბარათს მოძრაობის სენსორიც აქვს, მკვეთრი მოძრაობების შემთხვევაში თვითგანადგურების მექანიზმი ირთვება. მეხსიერების ბარათის GPS სისტემასთან ინტეგრაციაც არის შესაძლებელი - თუკი მეხსიერების ბარათი მითითებულ გეოგრაფიულ არეალს გასცდება, თვითგანადგურების მექანიზმი ამოქმედდება. 

კომენტარები