საქართველოს ეკონომიკა

დელიბერალიზაციის პოლიტიკა: 2012-2014 წლების ეკონომიკური ხასიათის რეფორმები

საქართველოს პრემიერმინისტრი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდა, სადაც ამერიკელ ბიზნესმენებთან შეხვედრა  გამართა. მიუხედავად პრემიერის დეკლარირებული სურვილისა, მეტი ბიზნესმენი მოიზიდოს ქართულ ბაზარზე, 2012-2014 წლებში გატარებული ეკონომიკური ხასიათის რეფორმები უცხოელი ინვესტორებისათვის ქართულ ბაზარზე შემოსვლას, გაადვილების ნაცვლად, ართულებს და, რიგ შემთხვევებში, შეუძლებელს ხდის. 

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობას სურს, რომ საქართველო ინვესტორთათვის ისეთივე მომხიბვლელი დარჩეს, როგორიც აქამდე იყო, საჭიროა გადაიხედოს ეკონომიკური ხასიათის რეფორმები და მათ მიერ შექმნილი საინვესტიციო კლიმატი. გზავნილი ინვესტორებისათვის უნდა იყოს თავისუფალი ბაზარი, კომფორტული საინვესტიციო გარემო და არა იზოლაციონიზმი და გაადვილებული წვდომა ფინანსურ საიდუმლოებაზე.

კომენტარები