თავდაცვის სამინისტრო

კრწანისის საგუშაგოზე, წვევამდელი თავში ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს

გლოვის დღე, თავდაცვის სამინისტრო
facebook.com/mod.gov.ge

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისის საგუშაგოზე, წვევამდელი დ.ბ. გარდაცვლილი იპოვეს. 
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული რიგითი, რომელსაც ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული, სამხედრო ნაწილის ცვლის უფროსმა აღმოაჩინა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წვევამდელის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. რიგითი დ.ბ. სამხედრო ნაწილის ცვლის უფროსმა საგუშაგოზე გარდაცვლილი იპოვა. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი მთავარი პროკურატურის უშუალო ზედამხედველობით აწარმოებს", - აღნიშნავენ უწყებაში.

1996 წელს დაბადებული დ.ბ. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2014 წლის 3 სექტემბრიდან ირიცხებოდა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისში პროცესების მხარდაჭერის ასეულში სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა. 

კომენტარები