თბილისის საქალაქო სასამართლო

სასამართლომ ფარნაოზ ჭკადუას აღკვეთის ღონისძიებად 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა

თავისუფალი ზონის წევრს ფარნაოზ ჭკადუას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ 4 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა წინასწარ პატიმრობას ითხოვდა. როგორც ტაბულას ჟურნალისტი სასამართლოდან იტყობინება, ჭკადუას თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.

სასამართლო პროცესი 19 ნოემბერს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ფარნაოზ ჭკადუას ბრალად ასავალ-დასავალის ჟურნალისტის ზაზა დავითაიას ცემა ედება.

ამ წუთებში კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავისუფალი ზონის კიდევ ერთი წევრის დავით გოგოხიასთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა იწყება. მას ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება.

კომენტარები