ყურბან-ბაირამი

ომბუდსმენი მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან–ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს სახალხო დამცველი მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან–ბაირამის დღესასწაულს ულოცავს და "ბედნიერებას, მშვიდობას, სიხარულს" უსურვებს. ამასთან, გავრცელებულ განცხადებაში ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ "თანადგომას ვპირდები იმ გამოწვევების დაძლევის საქმეშიც, რასაც საქართველოში მცხოვრები ჩვენი მუსლიმი დები და ძმები აწყდებიან". მისი თქმით, ყურბან-ბაირამი ქველმოქმედების იდეისა და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის ზეიმია.

"ამ დღეებში მთელი ისლამური სამყარო ადამიანის სიცოცხლის, მისი ხელშეუვალობისა და უმაღლესი პატივის რელიგიურ აღიარებას აღნიშნავს, რადგან ამ დიდი დღესასწაულის არსი ადამიანის მსხვერპლად შეწირვის აკრძალვასთან არის დაკავშირებული. ამასთანავე, ყურბან-ბაირამი ქველმოქმედების იდეისა და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის ზეიმიცაა. ჭეშმარიტი ღვთისმოსავი არის ის, ვინც მზადაა დახმარების ხელი გაუწოდოს, საკუთარი საზრდო-საბადებელი, რელიგიური კუთვნილების განურჩველად, უწილადოს მას, ვისაც ეს ესაჭიროება" - აცხადებს სახალხო დამცველი.

მსოფლიოს მასშტაბით მუსლიმები ყურბან-ბაირამის ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავენ. 

კომენტარები