ეროსი კიწმარიშვილის საქმე

ამ დროისთვის კიწმარიშვილის ოჯახი გამოძიების მასალების ნაწილს გაეცნო

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი გამოძიების მასალების ნაწილს გაეცნო. გარდაცვლილის ძმის, ზურაბ კიწმარიშვილის თქმით, ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე გამოძიების ამ დრომდე გაცნობილ მასალებში არაფერია ისეთი, რაც მკვლელობის ვერსიას აქარწყლებს. ის ქალაქის პროკურატურის შენობაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ზურაბ კიწმარიშვილის განმარტებით, საქმე 6 ტომს მოიცავს და დღეს მხოლოდ დაკითხვის ოქმებსა და რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნას გაეცნო. მისივე ინფორმაციით, მასალების სრულად გასაცნობად დაახლოებით 2 კვირა იქნება საჭირო.

ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები