კრიზისი უკრაინაში

წითელი ჯვარი აღმოსავლეთ უკრაინაში მისიას რამდენიმე დღით აჩერებს

Reuters

წითელი ჯვარი აღმოსავლეთ უკრაინაში მისიას რამდენიმე დღით აჩერებს. ორგანიზაციამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2 დღის წინ დონეცკში წითელი ჯვრის თანამშრომელი დაიღუპა.

ორგანიზაციის ცნობით, მათთვის მნიშვნელოვანია, დარწმუნდნენ თანამშრომელთა უსაფრთხოებაში. ისინი გარდაცვლილის ცხედარს შვეიცარიაში, ოჯახში გადაასვენებენ. უკრაინა მომხდარში პრორუს ინტერვენტებს ადანაშაულებს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონეცკში, პეტროვსკის რაიონში სროლებისას მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც. სროლები იყო ლუგანსკის ოლქშიც.

გაეროს მონაცემებით, აპრილიდან - საომარი მოქმედებების დაწყებიდან აღმოსავლეთ უკრაინაში 3500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები