ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ჩემი ტელეპროექტით ახალ წლამდე გამოვჩნდები, ალბათ, ყოველკვირეულად

ბიძინა ივანიშვილი
Артема Голощапова / Forbes

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი ტელეპროექტი, რომელიც ტელეკომპანია GDS-ზეა დაანონსებული, ეთერში ახალ წლამდე გავა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში უთხრა.

"ვამზადებ ტელეპროექტს. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით, რამეთუ დაზუსტებული არ გვაქვს. თუმცა დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ მაქსიმუმ ახალ წლამდე და ყველაზე ადრე, ერთ თვეში მე გამოვჩნდები... ალბათ ყოველკვირეულად", - განაცხადა ივანიშვილმა.

მან არ უპასუხა შეკითხვას, იმუშავებს თუ არა გადაცემაზე მასთან ერთად ეკა ბერიძე.

კომენტარები