PayPal-ს, Venmo-სა და სხვა ფულადი ანგარიშსწორებისა და გადარიცხვების საიტებს შესაძლოა Facebook-ის სახით მსხვილი კონკურენტი გამოუჩნდეს. ფუნქცია სავარაუდოდ Facebook Messenger-ის მეშვეობით ამოქმედდება.
საიტის ახალი ფუნქციის შესახებ პირველი ფოტოები სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტმა ენდრიუ ოდმა გაავრცელა. სქრინშოტიდან ჩანს, რომ Facebook Messenger-ის არსებულ სადებეტო ბარათებთან მიბმა მოხდება, რის შემდეგაც მომხმარებელს ფულადი ანგარიშისწორება პირდაპირ ჩეთიდან შეეძლება. Facebook-მა გავრცელებული ინფორმაცია არ უარყო, კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ამ მიმართულებითაც მუშაობენ.
PayPal-ის ყოფილი პრეზიდენტი დევიდ მარკუსი Facebook-ში მობილური აპლიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდა. მისი თქმით, კომპანია მომხმარებელს ახალი მიმართულების მომსახურებას შესთავაზებს.