არასამთავრობო ორგანიზაცია - მოქალაქე

ივანიშვილი: ანალიტიკოსების მომზადების პროცესი გრძელდება

ბიძინა ივანიშვილი

ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, ჟურნალისტები მოქალაქის პროექტით არ დაინტერესებულან. ამის შესახებ ივანიშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა. კერძოდ, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ ახორციელებს ორგანიზაცია მოქალაქე მედიის წარმომადგენლების გადამზადების დაანონსებულ პროექტს. 

"ჩვენ გამოვაცხადეთ განაცხადების მიღება, მაგრამ როგორც ვიცი, აქტიურობა არ ყოფილა ჟურნალისტების მხრიდან. ძალიან მცირე ნაწილმა მოისურვა მონაწილეობა. ეს იყო პირველი პროექტი და საკმაოდ ფართოდ გაშუქდა. როგორც ვიცი, გრძელდება ანალიტიკოსების მომზადების პროცესი, მაგრამ ჟურნალისტების მხრიდან აქტიურობა არ გამოვლენილა. დიდი შედეგი არ მოჰყოლია, რამეთუ სურვილი არ ჩანდა ჟურნალისტების მხრიდან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

კომენტარები