ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა

ბესელია: კარგია, თუ პარტიას ისეთი ადამიანი დაემატება, როგორიც ჯანყარაშვილია

"ძალან კარგი გადაწყვეტილებაა, როდესაც პოლიტიკურ პარტიას დაემატება ისეთი ადამიანი, როგორიც ჯანყარაშვილია",- აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ზვიად ჯანყარაშვილის პარტიის აღმასრულებელ მდივნად შესაძლო დანიშვნის შესახებ ქართული ოცნების ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე.

“ზვიადს აქვს ძალიან კარგი პიროვნული რესურსი, პროფესიული გამოცდილება, კომუნიკაციის უნარი, მენეჯმენტის ცოდნა და ორგანიზაციული თვისებები, რომელიც ახლა ძალიან სჭირდება ჩვენს პარტიას სტრუქტურული და ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად. ვფიქრობ, რომ ეს პარტიის შიდა სამუშაო პროცესის გაძლიერებას გამოიწვევს", - აცხადებს ბესელია.

ზვიად ჯანყარაშვილის პარტიის აღმასრულებელ მდივნად დანიშვნის საკითხზე მსჯელობა ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პოლიტსაბჭოს სხდომაზე ამ წუთებში მიმდინარეობს.

ქართულ ოცნებაში ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დაადასტურეს, რომ ჯანყარაშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი განიხილებოდა.

კომენტარები