ერთნაირსქესიანთა ქორწინება

აშშ-ში ერთნაირსქესიანთა ქორწინების მოწინააღმდეგეთა სარჩელების განხილვა გადაიდო

usatoday.com

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა რამდენიმე შტატიდან შესული სარჩელების განხილვაზე, რომლებიც ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვას მოითხოვდნენ. აღნიშნული სარჩელები სასამართლოში ინდიანას, იუტას, ოკლაჰომას, ვირჯინიისა და ვისკონსინის შტატებიდან შევიდა.

აშშ-ში იმ შტატების რაოდენობამ, რომლებშიც ერთსქესიან წყვილთა ქორწინება დაშვებულია, 30-ს მიაღწია. გარდა ამისა, ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალურია კოლუმბიის ოლქშიც.

სასამართლოს ორშაბათს, 6 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომ არ განეხილა ერთსქესიანთა შეუღლების მოწინააღმდეგეთა სარჩელები, კომენტარი არ გაუკეთებია.

სარჩელების განხილვა რამდენიმე თვით გადაიდო.

კომენტარები