ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპი

შოტლანდიასთან მატჩისთვის ნაკრებს მჭედლიძე და კაშია გამოაკლდნენ

0 კომენტარი
საქართველოს ნაკრები ფოტო: gff.ge

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფის მეორე მატჩს გლაზგოში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სფფ-ის ინფორმაციით, თემურ ქეცბაიას მიერ გამოძახებული ფეხბურთელები უკვე შოტლანდიაში არიან და პირველი ვარჯიშიც ჩაატარეს

ნაკრებმა 16-კაციანი შემადგენლობით ივარჯიშა. სამწუხაროდ, გუნდს ტრავმის გამო ემპოლის თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე და ვიტესის მცველი გურამ კაშია გამოაკლდნენ. გუნდი მზადებას 22-კაციანი შემადგენლობით გააგრძელებს. გლაზგოში ბოლოს ჯაბა კანკავა, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ლორია და ავთანდილ ებრალიძე ჩავიდნენ. გუნდს დღეს შეუერთდებიან ლევან ხმალაძე და როინ კვასხვაძე.

მატჩი შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 11 ოქტომბერს გაიმართება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები