დაკავებები საოკუპაციო ხაზთან

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

radiotavisupleba.ge

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის სიახლოვეს, რუსმა მესაზღვრეებმა იკორთაში მცხოვრები ცოლ-ქმარი დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მცხოვრები ცოლ-ქმარი სოფელ ქვეშში ნათესავების მოსანახულებლად მიდიოდა. ინტერპრესნიუსის კორესპონდენტის ცნობით, ქვეშსა და იკორთას შორის მავთულხლართები ან სხვა სახის გამყოფი ბარიერები არ არსებობს.

"აღნიშნული ორი პიროვნება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. მათ ჰქონდათ სურვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულიყვნენ, რა დროსაც, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს", - განუცხადეს ტაბულას შსს-ში.

კომენტარები