რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მოსკოვში გამოფენა მოეწყო. ნამუშევრებში პუტინი წარმოჩენილია როგორც ჰერაკლე - ზევსის შვილი, რომელიც 12 გმირობას ასრულებს - 12 წარმოუდგენლად რთულ და საშიშ ამოცანასთან გამკლავება უწევს. მითიური მონსტრები ჩანაცვლებულია თანამედროვე 'სიმახინჯეებით', მაგალითად, როგორიცაა ტერორიზმი, კორუფცია.
[gallery]
ვლადიმირ პუტინი ებრძვის მრავალთავიან ჰიდრას... დასავლურ სანქციებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს... შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა, აშშ-მა, კანადამ და იაპონიამ აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი დესტაბილიზაციის გამო რუსეთს სანქციები დაუწესეს. აღნიშნულ ბრალდებას რუსეთი უარყოფს.
გამოფენის ორგანიზატორები რუსეთის პრეზიდენტის მხარდამჭერები არიან. თუმცა, ისინი საკუთარ ვინაობას არ ახმაურებენ.