სამომხმარებლო ბაზარი

Paypal-ი საქართველოში თავის მომსახურებას აფართოებს

AP Photo

2014 წლის 8 ოქტომბრიდან საერთაშორისო ელექტრონული ანგარიშსწორების კომპანია PayPal-ი საქართველოში თავის მომსახურებას აფართოებს. ამის შესახებ ინფორმაცია PayPal-ის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოს ეროვნულ ბანკს უკვე დაუდასტურა.

PayPal-მა სისტემის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მომხმარებლებს ელექტრონულ მისამართებზე უკვე გადაუგზავნა ინფორმაცია დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, მომხმარებელს, რომელიც საქართველოს მისამართზეა დარეგისტრირებული, დამატებით ექნება შესაძლებლობა: მიიღოს საქონლისა და მომსახურების საფასურის გადახდები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარედანაც. გამოიყენოს ავტომატური კონვერტაციის საშუალება იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელისა და მიმღების ანგარიშები სხვადასხვა ვალუტაშია. ასევე, PayPal-ანგარიშიდან თანხა გაიტანოს საბარათე ანგარიშზე და შეასრულოს კიდევ სხვა სახის ფინანსური ოპერაციები.

საქართველოში კომერციული გადახდების მომსახურების ამოქმედება PayPal-ის მომხმარებელს საშუალებას მისცემს, eBay-ის სავაჭრო პლატფორმაზე გაყიდონ თავიანთი საქონელი და მომსახურება და შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ Paypal-ის ანგარიშზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ჯერჯერობით კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა პირადი გადახდების მიღებაზე.

კომენტარები