საჯარო ფინანსები

2015 წელს სახელმწიფო 1.3 მილიარდი ლარის ოდენობის სახელმწიფო ვალს აიღებს

0 კომენტარი

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ნოდარ ხადურმა წარუდგინა. ნაერთი ბიუჯეტი წელს 9.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა. აქედან საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილი 7.9 მილიარდი ლარია, დეფიციტი კი საგარეო და საშინაო ვალით დაფინანსდება. 

საქართველო 2015 წელს 920 მილიონი ლარის ოდენობით საგარეო, 400 მილიონი ლარის ოდენობით კი საშინაო ვალს აიღებს. სახელმწიფო ვალის სრული მოცულობა კი 11.4 მილიარდი ლარით განისაძღვება, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 35%-ია.

ბიუჯეტის წინასწარ პროექტში ასაკობრივი პენსიისათვის გამოყოფილი თანხა 2014 წლის მონაცემთან შედარებით 35 მილიონი ლარით არის გაზრდილი. იგეგმება თუ არა ასაკობრივი პენსიის ზრდა, როდის და რა რაოდენობით ფინანსთა მინისტრი არ აკონკრეტებს.

ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ბიუჯეტში 120 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით 20 მილიონი ლარით მეტია. 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის ანგარიშით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოყოფილი თანხა კიდევ არ არის სრულად ათვისებული.

სოციალური დანახარჯები გაზრდილია 72 მილიონი ლარით, მათ შორის საყოველთო დაზღვევაზე გამოყოფილი სახსრებიც.

სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკის 5%-იან ზრდაზე. დოლარის კურსის 4-წლინი პროგნოზული მაჩვენებელი 1.75 ლარით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ბოლოს სახელმწიფო ვალის ფარდობითი მაჩვენებელი კანონმდებლობით განსაზღვრულ 60%იან მაჩვენებელზე ბევრად დაბალია და 35%-ს შეადგენს, თუმცა იმისთვის რომ ქვეყანა ეკონომიკურად მდგრადი იყოს სახელმწიფომ სახელმწიფო ვალის ფარდობითი მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში არ უნდა გაზარდოს.
ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა საერთაშორისო რეიტინგებში აისახება და გავლენას ახდენს საინვესტიციო კლიმატსა და ეკონომიკის ზრდის სიჯანსაღეზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები