ევროკავშირი-საქართველო

იანოშ ჰერმანმა მაია ფანჯიკიძეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

0 კომენტარი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოში ევროკავშირის მისიის ახალმა ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს რწმუნებათა სიგელები გადასცა. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა და საქართველოში ევროკავშის ახალმა ელჩმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები და ასოცირების შეთანხმების იმპლიმენტაციის მიმდინარეობა განიხილეს.

იანოშ ჰერმანი საქართველოში ევოკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა მიმდინარე წლის 26 ივნისს დანიშნა.

იანოშ ჰერმანი იყო უნგრეთის მუდმივი წარმომადგენელი NATO-ში, ასევე მუშაობდა ევროკომისიის საგარეო საქმეთა საკითხების გენერალურ დირექტორატში, ცენტრალურ აზიაში ევროკავშირის წარმომადგენლად. მაია ფანჯიკიძემ უნგრელ დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

"ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში ჩამოსვლა. დღეს თქვენს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელები გადავეცი, თუმცა ეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების დასაწყისს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რადგან ეს ურთიერთობები უკვე ძალიან დიდი ხანია წარმატებულად მიმდინარეობს. ამის დასტური ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაა, რომელიც მნიშვნელოვანი მოვლენაა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც. ქალბატონ მინისტრთან ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს ჩემი მოღვაწეობა საქართველოში. საქართველო ჩემთვის ძალიან ახლობელი ქვეყანაა და მოხარული ვარ აქ ჩამოსვლით", - განაცხადა ჰერმანმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები