ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპი

შვედეთის ნაკრებმა რუსეთს შესაძლოა იბრაჰიმოვიჩის გარეშე უმასპინძლოს

http://www.themoscowtimes.com/

9 ოქტომბერს, შვედეთის საფეხბურთო ნაკრები შინ, Friends Arena-ზე რუსეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. ეს შეხვედრა არა მხოლოდ G ჯგუფის, არამედ ტურის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დაპირისპირება უნდა გამოდგეს. პირველ ტურში სკანდინავიელებმა ავსტრიასთან სტუმრად ფრედ ითამაშეს, ჯგუფის ფავორიტმა რუსეთმა კი აუტსაიდერი ლიხტენშტაინი ანგარიშით - 4:0 გაანადგურა.

შვედეთის ნაკრების კაპიტანსა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს ტრავმა აწუხებს. შვედმა ფორვარდმა PSG-ს ბოლო თამაშები გამოტოვა და დღემდე არ იმყოფება სასურველ კონდიციებში. ამის მიუხედავად, იბრაჰიმოვიჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აცნობიერებს მოახლოებული მატჩის მნიშვნელობას და მცირე შანსის არსებობის შემთხვევაში, მოედანზე აუცილებლად გავა.

"მოცემული მომენტისთვის ტრავმირებული ვარ, თუმცა მომჯობინებისკენ მივდივარ. ყველაფერი სწორი იმართულებით მიდის, დღეს უფრო მეტი დატვირთვებით ვივარჯიშე, ვიდრე გუშინ.

შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ერიკ ჰამრენის თქმით, ფორვარდი მატჩამდე ბოლო ფიზმომზადების ტესტს გაივლის, რის შემდეგაც გადაწყდება, ითამაშებს თუ არა რუსეთთან მატჩში.

იმ შემთხვევაში, თუ მასპინძლებს იბრაჰიმოვიჩი გამოაკლდებათ, ჰამრენს ძირითად შემადგენლობაში იოჰან ელმანდერის ან ოლა ტოივონენის დაყენება მოუწევს.

კომენტარები