გიორგი ცომაიას საქმე

არასამთავრობოებმა პოლიციაში გიორგი ცომაიას ცემის ფაქტზე განცხადება გააკეთეს

0 კომენტარი

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ აგვისტოსა და სექტემბერში ჩატარებული რამდენიმე სახის ექსპერტიზით დგინდება, რომ გიორგი ცომაიას სცემეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლმა და საზოგადოებრივმა დამცველმა, ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის მე-2 განყოფილებაში გიორგი ცომაიას ცემასთან დაკავშირებით თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

"ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო დასკვნის თანახმად, "გიორგი ცომაიას აღენიშნება დაზიანებები, რომელიც განვიტარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ქმედებით", - აცხადებენ არასამთავროები.

შემთხვევა 14 აგვისტოს ღამით მოხდა. ადვოკატების ინფორმაციით, გიორგი ცომაიამ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პოლიციის მე-2 განყოფილებაში წინა ნასამართლობის დროს ჩამორთმეული მობილური ტელეფონი მოითხოვა, რამაც ერთ-ერთი პოლიციელი გააღიზიანა, რის შემდეგაც 11 ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ პოლიციელები იყვნენ, მას ფიზიკურად გაუსწორდა.

პოლიცია, თავის მხრივ, ცომაიას ედავება თავდასხმასა და შეურაცხყოფას. მას ბრალი პოლიციელზე თავდასხმისთვის წარედგინა. საქმეში ასევე ჩანდა ცივი იარაღი - დანა, რომლის თან ქონას ბრალდებული უარყოფდა.

გამოძიების მიერ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში წარდგენილ დანაზე ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, "დანაზე არსებული ბომასალის გენეტიკური პროფილები შერეული ტიპისაა და მასზე გიორგი ცომაიას გენეტიკური თანამონაწილეობა გამოირიცხება".

არასამთავროები შეშფოთებას გამოხატავენ ცომაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით და მოუწოდებენ შსს-ს და პროკურატურას, სასწრაფოდ გამოიძიონ მოქალაქის მიმართ ჩადენილი დანაშაული. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მიმართეს შესაბამის უწყებებს, ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია.

ბრალდებულის დედის, მარინა ცომაიას თქმით, გიორგი ცომაიას მის ცემაში მონაწილე ყველა პირის ამოცნობა შეუძლია, თუმცა პროკურატურას არც აღნიშნულ პირთა დაკითხვის მოწოდება გაუთვალისწინებია.

გიორგი ცომაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 აგვისტოს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები