სექსი

კვლევა: ვაგინალური ორგაზმი მითია, ორგაზმის განცდა კი ყველა ქალს შეუძლია

6yka.com

არ არსებობს ვაგინალური და კლიტორალური ორგაზმი, არც G-წერტილი არ არსებობს - ამის შესახებ independent-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი, რომელიც კლინიკური ანატომიის ჟურნალში გამოქვეყნებულ უახლეს კვლევას ეყრდნობა. 

კვლევის მიხედვით, სწორი ტერმინი "ქალის ორგაზმია“. კვლევის ავტორების დასკვნით, ქალის სექსუალური ორგანოების აღწერა არასწორია. "შინაგანი კლიტორი“ საერთოდ არ არსებობს, რადგან კლიტორი მთლიანად გარე ორგანოა.

კვლევის მიხედვით, ქალების უმეტესობა ორგაზმს არა პენეტრაციის დროს, არამედ გარშემო ეროგენული ორგანოების გაღიზიანების ან კლიტორის სტიმულაციის შედეგად განიცდის - სწორედ ამას უწოდებენ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები "ვაგინალურ ორგაზმს“. კვლევის მიხედვით ასევე შეუძლებელია კლიტორალური ორგაზმის განცდა.

კვლევაში წერია, რომ მითია თითქოს ორგაზმის განცდა ყველა ქალს არ შეუძლია. 

"ეროგენული ორგანოების ეფექტური სტიმულაციით ორგაზმის მიღწევა ყველა ქალს შეუძლია",- წერია ანატომიის ჟურნალში გამოქვეყნებულ კვლევაში.

ქალის ეაკულაციასა და G-წერტილს რაც შეეხება, კვლევაში ნათქვამია, რომ ეს ტერმინები მეცნიერულად დამტკიცებული არ არის.

კომენტარები