Pink Floyd

Pink Floyd-ის ახალ ალბომში სტივენ ჰოუკინგის ხმა იქნება გამოყენებული

სტივენ ჰოუკინგის ხმა Pink Floyd-ის ახალ ალბომში, ერთ-ერთ სიმღერაში სემპლად იქნება გამოყენებული.

72 წლის ფიზიკოსის ხმა 1994 წლის ბრიტანული ტელეკომის რეკლამიდანაა აღებული. სიმღერის სახელი „მოლაპარაკე ჰოკინგი“(Talkin’ Hawkin) იქნება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Pink Floyd ჰოუკინგის ხმას საკუთარ ტრეკში იყენებს. 1994 წლის სიმღერაში „გააგრძელე საუბარი“(Keep Talking) იმავე რეკლამიდან აღებული ჰოკინგის აუდიო ჩანაწერია გამოყენებული.

„უსასრულო მდინარე“(The Endless River) ასე ერქმევა ბენდის ახალ ალბომს, რომელშიც სულ 12 სიმღერა შევა. ტრეკების უმეტესობა გიტარისტმა დევიდ გილმორმა და რიჩარდ რაიტმა ჯერ კიდევ 1993 წელს დაწერეს. გილმორის განცხადებით, „უსასრულო მდინარე“ სწორედ რაიტს ეძღვნება, რომელიც 2008 წელს, 65 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.

როჯერ უოთერს განცხადებით ის დიდი ხანია ბენდის წევრი აღარაა და ალბომის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია.

„უსასრულო მდინარე“ 10 ნოემბერს გამოვა და 1994 წლის The Division Bell-ის შემდეგ Pink Floyd-ის პირველი ნამუშევარი იქნება.

კომენტარები