ჟენევის მოლაპარაკებები

რუსეთი: NATO-ს ინფრასტრუქტურის განლაგება საფრთხეს შეუქმნის ამიერკავკასიას

0 კომენტარი

“რუსულმა მხარემ შეშფოთება გამოხატა ქართულ მედიაში გაკეთებულ განცხადებებზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე NATO-ს საბრძოლო ინფრასტრუქტურის შესაძლო განლაგებას ეხებოდა. ესეთი ქმედებები საფრთხეს შეუქმნიდნენ სამხრეთ კავკასიის რეგიონულ უსაფრთხოებას”, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, 8 ოქტომბერს, ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გამოაქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ. 

განცხადებაში ხაზია გასმული რუსეთის პოზიციაზე, რომ რეგიონის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია საქართველოს, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და ე.წ. აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას მოეწეროს ხელი.

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დელეგაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ NATO-ს ბოლო სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულმა რეზოლუციებმა საგრძნობლად გაზარდა აუცილებლობა, რომ  საქართველოსა და ამ სახელმწიფოებს შორის ხელი მოეწეროს საერთაშორისო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამ კუთხით ეფექტურ ნაბიჯად განიხილებოდა რუსული პროექტი, რომელიც გულისხმობდა დისკუსიის მონაწილეთა მიერ ძალის გამოუყენებლობაზე საერთო განაცხადის გაკეთებას”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები