NATO-საქართველოს ურთიერობა

ჯაფარიძე: ნებისმიერი ტიპის სასწავლო ცენტრის გახსნა ჩვენი სუვენერული უფლებაა

0 კომენტარი

ნაციონალური მოძრაობისთვის მიუღებელია რუსეთის საგარეო უწყების შეშფოთება საქართველოში NATO-ს ინფრასტრუქტურისწ შექმნასთან დაკავშირებით. პარტიის წევრის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი ტიპის სასწავლო ცენტრის გახსნა ჩვენი სუვენერული უფლებაა.

"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში რამდენჯერმე ხაზგასმით არის დაფიქსირებული, რომ აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ასე მოიხსენიებს საქართველოსთან ერთად რუსეთის საგარეო უწყება, რასაც წესით საქართველოს საგარეო უწყების მკვეთრი პროტესტი უნდა მოჰყვებოდეს, რისი მოლოდინიც, ცხადია, არ გვაქვს. ამ განცხადებით, რუსეთისთვის შემაშფოთებელია ის, რომ საქართველოში შეიძლება, მოხდეს NATO-ს სასწავლო ცენტრის გახსნა, რაც ჩვენთვის მიუღებელია. საქართველო სუვენერული სახელმწიფოა და ჩვენს ტერიტორიაზე ნებისმიერი ტიპის სასწავლო ცენტრის გახსნა ჩვენი სუვენერული უფლებაა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრინციპულად განსხვავდება რუსეთის საგარეო სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკანიანის განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის დისკუსია იყო ჟენევაში. რუსეთის საგარეო სამინისტრო აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებისას განიხილეს რუსეთის პროექტი იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ერთობლივი განცხადების გაკეთება საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების მიერ - რომ არ მოხდება ძალის გამოყენება, რაც გულისხმობს საქართველოს ირიბ აღიარებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესახებ. ზალკანიანის თქმით კი, ჟენევაში მსგავსი დისკუსია მოლაპარაკებისას არ ყოფილა. ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებაა.

თუ ასეთი ტიპის განცხადება გაკეთდება, რასაც რუსეთი წლებია, ითხოვს ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო ირიბად აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ისინი დადგებიან ისეთი სუვენერული სახელმწიფოს გვერდით, როგორიც საქართველოა. ამ განცხადების შემთხვევაში ჩვენ ვთანხმდებით ძალის არ გამოყენებაზე, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ძალის არ გამოყენების შესახებ განცხადებები საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ აქვს გაკეთებული, მათ შორის, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არაერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან, რაც სავსებით საკმარისია", - აღნიშნავს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებებში შეშფოთება გამოხატა ქართულ მედიაში გავრცელებულ განცხადებებზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე NATO-ს საბრძოლო ინფრასტრუქტურის შესაძლო განლაგებას ეხება. "ასეთი ქმედებები საფრთხეს შეუქმნიდნენ სამხრეთ კავკასიის რეგიონულ უსაფრთხოებას", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია რუსეთის პოზიცია, რომ რეგიონის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია საქართველოს, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და ე.წ. აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერა. 

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დელეგაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ NATO-ს ბოლო სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულმა რეზოლუციებმა საგრძნობლად გაზარდა აუცილებლობა, საქართველოსა და ამ სახელმწიფოებს შორის ხელი მოეწეროს საერთაშორისო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამ კუთხით ეფექტურ ნაბიჯად განიხილებოდა რუსული პროექტი, რომელიც გულისხმობდა დისკუსიის მონაწილეთა მიერ ძალის გამოუყენებლობაზე საერთო განაცხადის გაკეთებას”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები