ნობელის პრემია ლიტერატურაში ფრანგ ავტორს პატრიკ მოდიანოს გადაეცა

zone-critique.com

ნობელის პრემია ლიტერატურაში ფრანგ ავტორს პატრიკ მოდიანოს მიენიჭა.

ავტორს ჯილდოს სახით 8 მილიონი კრონა გადაეცემა, რაც 691000 ფუნტს უდრის.

1901 წლიდან, მას შემდეგ რაც ჯილდო დაწესდა, ნობელის პრემია ლიტერატურაში 111 ადამიანს აქვს მიღებული. ლაურეატებს შორის არიან ისეთი ცნობილი მწერლები, როგორიც რადიარდ კიპლინგი, ჰერმან ჰესე, ერნესტ ჰემინგუეი და ჯონ სტაინბეკია. 

პატრიკ მოდიანო 1945 წელს, საფრანგეთში დაიბადა. მას დაწერილი აქვს საბავშვო ნაწარმოებები და კინოსცენარებიც, თუმცა მისი წიგნების ძირითად ნაწილს რომანები წარმოადგენს. მოდიანოს ნაწარმოებები ხშირად მეორე მსოფლიო ომს და მე-20 საუკუნის 40-იან წლებს ეხება, პირველი რომანი მან 1968 გამოაქვეყნა.

„პატრიკ მოდიანოს ნოველები ძალიან მოკლეა. ისინი ერთი და იმავე თემის ვარიაციებს წარმოადგენს, როგორიცაა დაკარგვა და ძიება. ვიტყოდი, რომ მთავარი საკითხები მის ლიტერატურაში არის მახსოვრობა, იდენტობა და დრო. ერთ-ერთი მისი წიგნი, რომელსაც რეკომენდაციას გავუწევდი,  დაკარგული ადამიანია. ეს არის ამბავი დეტექტივზე, რომელმაც მახსოვრობა დაკარგა. მის უკანასკნელ საქმეს იმის გარკვევა წარმოადგენს, თუ ვინ არის თავად და ამისთვის საკუთარ ნაკვალევს მიჰყვება“, – განაცხადა შვედეთის აკადემიის მუდმივმა მდივანმა პიტერ ინგლუნდმა.

წინა წელს ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში კანადელი ავტორი ელის მანრო გახდა.

კომენტარები