კიბერკრიმინალი

ჰაკერებმა ახალი ვირუსის გამოყენებით ბანკომატებიდან მილიონები მიიტაცეს

Kaspersky.com

კიბერკრიმინალებმა ბანკომატებიდან თანხის მოპარვის ახალი მეთოდი შეიმუშავეს. ახალი ვირუსი Tyupkin malware კრიმინალებს საშუალებას აძლევს ბანკომატებიდან დიდი რაოდენობით ფული ყოველგვარი პლასტიკური ბარათების გამოყენებისა და ბანკომატის აპარატის ფიზიკური დაზიანების გარეშე მიიტაცონ.

კიბერუსაფრთხოების სისტემების მწარმოებელი კომპანია Kaspersky-ის კვლევითი ცენტრის მონაცემებით, კრიმინალებს ბანკომატებში ვირუსი მყარი დისკის მეშვეობით შეჰყავთ, რის შემდეგაც მათ ნებისმიერი მოთხოვნილი თანხის გამოტანის საშუალება ეძლევათ.

ინტერპოლის კიბერდანაშაულის განყოფილების მონაცემებით, დამნაშავეებს ვირუსის გამოყენებით უკვე $50 მილიონი აქვთ მისაკუთრებული. დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა რუსეთში დაფიქსირდა. Tyupkin malware უკვე აშშ-ში, ინდოეთში, ჩინეთსა და მალაიზიაშიც დაფიქსირდა. ინტერნეტში ვირუსის მუშაობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა, სადაც ასახულია თუ როგორ გასცემენ ინფიცირებული ბანკომატები ფულს.

Kaspersky-იმ დაზარალებულ რუსულ ბანკებს ურჩია, საკუთარ ბანკომატებში უსაფრთხოების სისტემები გააძლიერონ და გარე თვალთვალის კამერების მონიტორინგი გაამკაცრონ. 

კომენტარები