რეალითი შოუ

რეალითი შოუ "რესტორანი“ დღეიდან, ყოველ პარასკევს, 20:00-ზე, ტაბულას ეთერში

0 კომენტარი

10 ოქტომბრიდან ტაბულას ეთერში ახალი რეალითი შოუ რესტორანი გავა.

რესტორანი კულინარიაზე პირველი ქართული რეალითი შოუა, რომელიც ტელეკომპანია ტაბულას და საქართველოს კულინარიის აკადემიის ერთობლივი პროექტია.

პროექტში მონაწილე წყვილებმა შეზღუდულ დროში უნდა შექმნან რესტორნის საკუთარი კონცეფცია. მათ სამი კერძისგან შემდგარი ვახშამი უნდა მოამზადონ, რომელსაც მათი კონკურენტები შეაფასებენ. გადაცემის წამყვანები რესტორატორი ქეთი ბაქრაძე და შეფ-მზარეული გიორგი იოსავა იქნებიან. სწორედ მათ საბოლოო შეფასებაზეა დამოკიდებული, ვინ გაიმარჯვებს და გაემგზავრება იტალიასა და საფრანგეთში.

რესტორანი ტაბულას ეთერში ყოველ პარასკევს, 20:00-ზე გავა. განმეორებით მისი ნახვა კი შაბათს, 12:00-ზე იქნება შესაძლებელი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ევროპული საქართველოს წევრებმა პლებისციტზე ხელმოწერები კანცელარიაში ჩააბარეს

კომენტარები