ნობელის პრემია მშვიდობის დარგში

მშვიდობის დარგში ნობელის ლაურეატები ცნობილია

Getty Images

პაკისტანელ ბავშვთა განათლების და ინდოელ ბავშვთა უფლებების დამცველმა აქტივისტებმა, მალალა იუსაფზაიმ და ქაილაშ სათიართიმ, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღეს.

17 წლის მალალა პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატია. თინეიჯერი, 2012 წლის ოქტომბერში გოგონათა განათლების კამპანიისთვის, თალიბანის შეიარაღებულმა პირებმა თავში დაჭრეს.

60 წლის სათიართი კი, ფინანსური მოგებისთვის ბავშვთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ მშვიდობიან პროტესტებს მართავდა.

ნობელის კომიტეტის განცხადებით, მალალა იუსაფზაი და ქაილაშ სათიართი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დააჯილდოვეს.

წელს აღნიშნულ ნომინაციაში 278 ნომინანტი იყო წარდგენილი, პაპი ფრანცისკეს ჩათვლით. თუმცა, სრული სია საიდუმლოდ დარჩა.

კომენტარები