მოლდოვის ევროკავშირთან ასოცირება

რუსეთის პრეზიდენტი მოლდოვას ევროკავშირთან ასოცირების გადავადებას ურჩევს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოლდოვას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოქმედების გადადებას სთავაზობს. ამის შესახებ მან მინსკში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტზე განაცხადა. მოლდოველი კოლეგის შენიშვნას რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის შესახებ პუტინმა უპასუხა, რომ მოსკოვს ევროკავშირთან მეზობლების დაახლოების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ საკუთარი ბაზრის დაცვის ზომების მიღების უფლება აქვს.

"რუსეთი აწარმოებდა ინტენსიურ კონსულტაციებს ევროკავშირთან და უკრაინასთან. ამის შედეგად, მოვილაპარაკეთ ევროკავშირთან ასოცირების ეკონომიკური ნაწილის ამოქმედების 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადადების შესახებ. და სად იყო მოლდოვა? რატომ მოლდოვასთან ვერ ავაწყვეთ ასეთი ურთიერთობა? ჩვენ ეს გვინდოდა და არაერთხელ მოგმართეთ. სამწუხაროდ, მკაფიო პასუხი ჩვენი მოლდოველი მეგობრებისგან ვერ მივიღეთ", - თქვა პუტინმა.

კომენტარები