ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდელთა შორის

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა კვიპროსი 3:1 დაამარცხა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები
msy.gov.ge

10 ოქტომბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩი, კვიპროსის წინააღმდეგ გამართა.

პირველ ტურში, გიორგი დევდარიანის ფეხბურთელები მონტენეგროსთან შინ, 0:2 დამარცხდნენ და ჯგუფიდან გასასვლელად დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ.

ქართველმა 19-წლამდელებმა მეტოქე თითქმის ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და საბოლოოდ 3:1 გაიმარჯვეს. წინას მსგავსად, ამ მატჩშიც იჩინა თავი მომენტების გამოუყენებლობის პრობლემამ, რისი არარსებობის შემთხვევაშიც ანგარიში შესაძლოა გაცილებით დიდი ყოფილიყო.

მე-19 და 67-ე წუთებზე ოთარ კოტეტიშვილმა და ვლადიმერ მოხევიშვილმა გაიტანეს, მაგრამ 72-ე წუთზე კვიპროსელებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება შეძლეს. 83-ე წუთზე ლუკა ზარანდიამ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ჯგუფის მეორე მატჩში ერთმანეთს მონტენეგროსა და რუმინეთის 19-წლამდელთა ნაკრებები დაუპირისპირდნენ. გიორგი დევდარიანის გუნდის მძლეველმა მონტენეგრომ ამჯერადაც გაიმარჯვა, ანგარიშით - 0:1.

 

კომენტარები