ზეწოლა მერიის თანამშრომლებზე

გეგი ნიჟარაძე: ასეთი საუბარი იყო, თუმცა ზეწოლა არ ყოფილა

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე გუშინ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს ეხმაურება, სადაც ის მერიის თანამშრომელს გიორგი ხაბურზანიას სამსახურის დატოვებას ურჩევს. ნიჟარაძე ამბობს, რომ მსგავსი საუბარი შედგა, თუმცა ეს ზეწოლა არ ყოფილა. ჟურნალისტების კითხვაზე - არის თუ არა ზეწოლა მითითება იმაზე, რომ ხაბურზანია სხვა გუნდის წარმომადგენელია, ნიჟარაძე პასუხობს, რომ არ არის გამორიცხული, ჩანაწერში რაიმე ჩამატებული იყოს.
გავრცელებულ აუდიოჩანაწერს წინასწარ მომზადებულ პროვოკაციას უწოდებს თბილისის მერი. დავით ნარმანია აღნიშნავს, რომ პასუხი ორივე მხარემ უნდა აგოს.

კომენტარები