ქალებზე ძალადობა

სოფლის მოსახლეობა, სადაც 30 წლის ქალმა თავი მოიკლა, ბრალდებებს უარყოფს

cp.ge

სოფლის მოსახლეობა, სადაც რამდენიმე დღის წინ 30 წლის ქალმა თავი ჩამოიხრჩო, ბრალდებებს უარყოფს. ადგილობრივების თქმით, ხანუმ ჯეირანოვას მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადგილი არ ჰქონია. 

ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის მიზეზი ქმრის ნათესავების მიერ ღალატში დადანაშაულება და საჯაროდ ცემა გახდა. ქმრის ნათესავების მიერ ხანუმ ჯეირანოვას ცემის ფაქტს რამდენიმე დღის წინ სოფლის მცხოვრებლებიც ადასტურებდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიცია არ გამოცხადებულა. გარდაცვლილის ქმრის ნათესავების შეჩერება არც თვითმხილველებს უცდიათ.

ხანუმ ჯეირანოვას მამა და ოჯახის წევრები დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. სამართალდამცავები სოფელ ლამბლოში მომხდარ ფაქტს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებენ.

კომენტარები