მაღალი პრემიები

ნარმანია: ვაპირებთ, რომ 2015 წლიდან სახელფასო დანამატს ხელფასს დავარქვათ

0 კომენტარი

ვაპირებთ, რომ მომავალი წლის იანვრიდან სახელფასო დანამატს დავარქვათ ხელფასი, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბიზნეს კურიერთან საუბარში განაცხადა.

ნარმანიას თქმით ცალკე სახელფასო დანამატი აღარ გაიცემა და თანამშრომლები შრომით ანაზღაურებას სწორედ ხელფასის ფორმით მიიღებენ, თუმცა თბილისის მერს არ დაუკონკრეტებია, ნიშნავს თუ არა ეს ხელფასის გაზრდას.

"დანამატების სისტემა თბილისის მერიაში არსებობდა და იყო შემთხვევები, როცა დანამატი შრომითი ანაზღაურების ერთმაგ ოდენობაზე მეტიც კი იყო. ჩვენ მხოლოდ მცირედი კორექტირება გავაკეთეთ ამის და წლის ბოლომდე დავტოვეთ ისეთი ფორმით, როგორიც იყო, ანუ არსებითად არ შეგვიცვლია. თუმცა, ამავდროულად ჩემი მხრიდან დაევალა შესაბამის სამსახურებს ახალი წესი მოვამზადოთ შრომის ანაზღაურებასა და დანამატებთან დაკავშირებით და იმ მავნე პრაქტიკას, რაც არსებობს, დაესვას წერტილი. ჩემთვის გაუგებარია რატომ ატყდა აჟიოტაჟი. ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციურ ადამიანებს, რომლებიც მართლა ზეგანაკვეთურად მუშაობენ, ჰქონდეთ შესაბამისი მოტივაცია. ადამიანებმა, რომლებიც თანამდებობაზე ინიშნებოდნენ, იცოდნენ, რომ იქნებოდა ხელფასი და იქნებოდა დანამატი. ჩვენს მიერ აღებული ხელფასისა და დანამატის ჯამური მოცულობა გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე იგივე კვალიფიკაციის ადამიანები კერძო ან სხვა სექტორში იღებენ. კვალიფიციური ადამიანების შენარჩუნებას სჭირდება მოტივაცია... ვაპირებთ, რომ დანამატს მომავალი წლის იანვრიდან დავარქვათ ხელფასი, ანუ ანაზღაურება მოხდება ხელფასის ფორმით", - განაცხადა ნარმანიამ.

ნარმანიას განცხადებით თავად ის სახელფასო დანამატს არ იღებს. ნარმანიას განცხადებით ადმინისტრაციაში მათ სხვა ხარჯები შეამცირეს.

"შემცირდა ხარჯები კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, ავტომანქანების შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები – 600 ათას ლარზე მეტი დავზოგეთ წლის ბოლომდე ამ ეკონომიით, რაც სხვა პროექტების განსახორციელებლად გამოვიყენეთ" - დასძინა ნარმანიამ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები