ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპი

ქეცბაია: შოტლანდიასთან აუცილებლად მოსაგები შეხვედრა არ ყოფილა

Temur Ketsbaia
Tabula

 

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრაში სტუმრად, შოტლანდიასთან დამარცხდა (1:0). პირველ ტაიმში, აკაკი ხუბუტიას მიერ საკუთარ კარში გატანილი გოლი შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა. 

დღეის მდგომარეობით, საქართველოს ნაკრები D ჯგუფში 0 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს.

Uefa.com თემურ ქეცბაიას მატჩისშემდგომ კომენტარს ავრცელებს. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, შოტლანდის წინააღმდეგ მისმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს, შეხვედრა კი აუცილებლად მოსაგები არ ყოფილა.

"ორი ან სამი მოთამაშე გვაკლდა. ჩემი ფეხბურთელები 100%-ით დაიხარჯნენ. მოცემული მომენტისთვის ეს მაქსიმუმია, რისი გაკეთებაც შეგვეძლო.

შოტლანდიელი ფეხბურთელების უმრავლესობა ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობს. შეადარეთ ისინი იმ მოთამაშეებს ვინც საქართველოში გვყავს და დაინახავთ სხვაობას პრემიერლიგასა და საქართველოს ჩემპიონატს შორის.

როდესაც კარგ გუნდს, შესანიშნავი გულშემატკივრების წინ ეთამაშები, ყოველთვის რთულია. ჩემმა ფეხბურთელებმა კარგად იასპარეზეს. ეს არ არის სამყაროს დასასრული. ახლა ჩვენ გიბრალტარში უნდა ვითამაშოთ, სადაც ვეცდებით უფრო შემტევი ფეხბურთელი ვითამაშოთ. ეს აუცილებლად მოსაგები შეხვედრა იქნება. შოტლანდიასთან ასე არ იყო," - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

რაც შეეხება გიბრალტარის ნაკრებს, რომელსაც ქეცბაიას გუნდი 14 ოქტომბერს სტუმრად შეხვდება, ჯგუფის აუტსაიდერმა ირლანდიასთან 7:0 წააგო.

კომენტარები