რუსლან პერტაიას საქმე

ქუთაისში პატიმრის ახლობლებმა ლურსმნებით ხეზე ხელები მიიჭედეს

პატიმარ რუსლან პერტაიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ქუთაისში, სასჯელაღსრულების ნომერ მეორე დაწესებულების წინ, ლურსმნებით ხეზე ხელები მიიჭედეს.

ისინი რუსლან პერტაიას უდანაშაულოდ მიიჩნევენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

პროტესტის მონაწილეები ასევე ითხოვენ, რომ საქმე ძიებაში მთავარ პროკურატურას გადაეცეს და პატიმარი ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მოინახულოს.

პერტაიას ახლობლების განცხადებით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმებს მიმართავენ. მათივე განცხადებით, რუსლან პერტაია უდანაშაულოა და იგი ზუგდიდში პოლიციელებმა უკანონოდ სცემეს, საქმე კი დღემდე გამოუძიებელია.

კომენტარები