ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდელთა შორის

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

facebook.com/georgianfootballfederation

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით შეხვედრაში რუმინეთი დაამარცხა და ელიტრაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მატჩის პირველივე წუთზე გოლი რუმინელებმა გაიტანეს, თავი გეორგი პუშკაშმა გამოიჩინა. ამის მიუხედავად, ქართველმა 19-წლამდელებმა ანგარიშის გათანაბრება მალევე შეძლეს - ოთარ კოტეიშვილმა რუმინელებს მე-7 წუთზე გაუტანა. კოტეიშვილმა მე-13 წუთზე დუბლი შეასრულა და დევდარიანის გუნდი 2:1 დაწინაურდა. პირველი ტაიმი ამავე ანგარიშით დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევარში, ქართველმა 19-წლამდელებმა კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლეს, თავი ამჯერად ზურაბ მალანიამ გამოიჩინა.

ამრიგად, დევდარიანის გუნდმა 3:1 გაიმარჯვა, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. პარალელურად მიმდინარე მატჩში მონტენეგრომ კვიპროსს 6:3 სძლია და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.

19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში, 3 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები